Logo

მიხეილ სარჯველაძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა

პოლიტიკა
149
Frontnews image description

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით  საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

"მიხეილ სარჯველაძემ  მაიკლ ო’ფლაერტის სამინისტროს საქმიანობა გააცნო. ასევე მიაწოდა ინფორმაცია ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით განხორციელებულ პროგრამებსა და მიმდინარე პროექტებზე.

მინისტრმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და ამ პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ევროპის საბჭოს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები