მიხეილ სარჯველაძე – ისინი ცდილობენ, ამით უბრალოდ ყურადღება მიიქციონ


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ პალამენტიდან გასვლა, თუ შემოსვლა პოლიტიკური ჟესტია და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება: როგორმე მიიქციონ ყურადღება.
“პოლიტიკური ჟესტია ამ შემთხვევაში მათი მხრიდან, რომ გამოვიდნენ და თქვან: მე გამოვედი პარლამენტიდან, ან შემოვედი. მე მგონია, რომ სხვა მნიშვნელობა ამას არ აქვს. ვფიქრობ და ამას ამ სახელს დავარქმევ აუცილებლად, რომ ისინი ცდილობენ, ამით უბრალოდ ყურადღება მიიქციონ. მათი პირდაპირი მოვალეობაა, პარლამენტში შემოვიდნენ და თუ რამ სათქმელი აქვთ, თუნდაც კრიტიკული, ყველაფერი თქვან პარლამენტის ტრიბუნიდან. ასე მუშაობს დემოკრატია, სხვაგვარად ვერ მუშაობს დემოკრატია”, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
თაგები:
მიხეილ სარჯველაძე

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა