
ავტორი
Front News საქართველო
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს შეხვდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძემ ჰიონ დუ კიმს უწყების საქმიანობა გააცნო. საუბარი შეეხო დევნილთა განსახლების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით მიმდინარე პროგრამებს. ასევე - დაგეგმილ რეფორმებს.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოსა კორეის რესპუბლიკას შორის, პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აქტიური თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა.
მხარეებმა ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებიც განიხილეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელი თეჩან კიმი.
თაგები:
მიხეილ სარჯველაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს