
ავტორი
Front News საქართველო
ჯანდაცვის მინისტრი კრონის და წყლულოვანი კოლიტის მქონე პაციენტებსა და მათი ოჯახის წევრებს შეხვდა. მიხეილ სარჯველაძემ, მათთან ერთად დაავადებების ეფექტური მკურნალობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და არსებული გამოწვევები განიხილა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, პაციენტების მედიკამენტებით უზრუნველყოფის, დაავადებების მართვის პროგრამისა და სამკურნალო პროტოკოლის საკითხებზე იმსჯელეს. გადაწყდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც სამინისტროს თანამშრომლებით, პაციენტებით და დარგის სპეციალისტებით დაკომპლექტდება.
სამუშაო ჯგუფის წევრები კრონის და წყლულოვანი კოლიტის მქონე პაციენტთა მკურნალობის მიმართულებით არსებული საკითხების გადაჭრაზე იმუშავებენ, მათ შორის, განსაზღვრავენ პრიორიტეტებს და დაგეგმავენ მათ შესასრულებლად მნიშვნელოვან ნაბიჯებს.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია პაციენტთა ინტერესების დაცვა და მათი საჭიროებების დაკმაყოფილება. შესაბამისად, სამუშაო ჯგუფში შემავალი სამინისტროს წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთვებიან მის მუშაობასა და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაში, თუ განხორციელებაში.
თაგები:
მიხეილ სარჯველაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს