მიხეილ სარჯველაძე – მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანების წრეს, რომელიც სააკაშვილს უსურვებს ისეთ დაავადებას, რაც სასჯელისგან გაათავისუფლებს


ავტორი
Front News საქართველო
სასიკვდილო სარეცელზე გადადებული ადამიანი, როდესაც ითხოვს სასჯელისგან გათავისუფლებას, შესაძლოა, ასეთი დაკმაყოფილდეს, მაგრამ იქ კონკრეტულადაა გაწერილი, რა კატეგორიის ავადმყოფობა შეიძლება იყოს ის შემთხვევა, რომელიც გათავისუფლების საფუძველს წარმოშობს, – ამის შესახებ “იმედის” ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილს ფსიქოლოგიური პრობლემების გამო საპატიმრო დაწესებულებასთან შეუგუებლობა აქვს.
“ნამდვილად არ ვარ საქართველოში იმ ადამიანების წრეს მიკუთვნებული, რომელიც სააკაშვილს უსურვებს ისეთ დაავადებას, რაც სასჯელისგან განთავისუფლების მიზეზი გახდება. ღმერთმა არ ქნას ასეთი დაემართოს! ესაა მძიმე დაავადებები, რომელიც პრაქტიკულად განწირულს ხდის ადამიანს, უკურნებელი სენი შეიძლება იყოს და ასე შემდეგ.
პრაქტიკულად, მას შემგუებლობა არ აქვს საკანთან ციხის ვითარებასთან და ასე შემდეგ. ეს არ შეიძლება გათანაბრებული იყოს იმ ვითარებასთან, როდესაც ფაქტობრივად, ფსიქოლოგიური პრობლემების გამო შეუგუებლობა აქვს საპატიმრო დაწესებულებასთან. ყველა პატიმარი, ვისაც შეუგუებლობა ექნება საკანთან, ვინც იშიმშილებს, შესაძლოა, განთავისუფლდეს?! “, – განაცხადა სარჯველაძემ.
თაგები:
მიხეილ სარჯველაძე

შალვა შავგულიძე – დახვრეტა ხომ გაუქმებულია და მიხეილ სააკაშვილს სიკვდილი ხომ არ აქვს მისჯილი?! მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს

მიხეილ სარჯველაძე – რაც შეეხება დეოლიგარქიზაციაში იგულისხმება თუ არა ივანიშვილი, მე ასე არ გამიგია

მიხეილ სარჯველაძე – პატიმარ სააკაშვილთან მიმართებაში მდგომარეობა ნამდვილად არ არის ისეთი, რომელიც განგაშის საფუძველს ქმნის