Logo

მიხეილ სარჯველაძე - მედიკამენტების წრე, რომელზეც რეფერენტული ფასი გავრცელდება, გაფართოვდება

პოლიტიკა
270
Frontnews image description

სახელმწიფო აქტიურად ჩაერევა იმ პროცესში რომ რაც შეიძლება მეტად და ეფექტიანად იქნეს დაცული მომხმარებლის ინტერესი, ჩვენ ვფიქრობთ რომ გაფართოვდეს წრე მედიკამენტებისა რომელზეც დაწესებული იქნება რეფერენტული ფასები, - აღნიშნული შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძემ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დადგენის მექანიზმზე ისაუბრა და განმარტა, რომ ფასების გადახედვა მუდმივად მიმდინარეობს, ამ ეტაპზე კი მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები სამართლიანად არის დადგენილი.

"თუ კონკრეტულ მედიკამენტზე ფასის ცვლილების საჭიროება გამოიკვეთა, ამას დადგენილი პერიოდულობით განვიხილავთ და გადაწყვეტილებას არ ვაყოვნებთ, ჩვენთვის მთავარი მომხმარებლის ინტერესია და მიგვაჩნია, რომ უკვე დადგენილი ფასები სამართლიანია", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე თქმით, მთავარი პრიორიტეტია, რომ მედიკამენტები საქართველოში ხელმისაწვდომი იყოს იმავე ფასად, რა ფასადაც ისინი შესაბამის ოთხ სახელმწიფოში იყიდება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები