
ავტორი
Front News საქართველო
"გუშინ მოვისმინე, მაგალითად, რომ თითქოს ევროპის ყველა სახელმწიფოში მედიკამენტები, კონკრეტულად ვამოროლონი და ჯივინოსტატი გამოიყენება. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ეს ნამდვილად არ გახლავთ ასე. ევროპის სახელმწიფოთა უდიდესი უმრავლესობა, როგორც ამას პირველივე დღიდან ვამბობ, ძალიან დაკვირვებით და ფრთხილად აკვირდება პროცესების განვითარებას - რა შესაძლებლობები აქვს ამ წამალს, რამდენად არსებობს უსაფრთხოების გარანტიები და ამის მიხედვით აპირებენ გადაწყვეტილებების მიღებას“ - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, ევროპული ქვეყნები აფასებენ ყველა იმ გარემოებასა და ფაქტორს, რაც ამ საკითხთან არის დაკავშირებული და გადაწყვეტილებებს მხოლოდ ამის მიხედვით მიიღებენ. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ევროპაშიც ზუსტად ისეთივე მოლოდინისა და დაკვირვების რეჟიმია, როგორიც საქართველოში, რაც შექმნილ ვითარებაში ერთადერთ სწორ მიდგომას წარმოადგენს.
„ეს არის მზადყოფნის დონე, რომელიც მათ აქვთ. ამწუთას ისინი გადაწყვეტილებას ვერ იღებენ ისე, როგორც ეს ხდება საქართველოში. ამას ვამბობ პირველივე დღიდან და ეს არის ერთადერთი სწორი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, პროცესი მუდმივად ცვალებადია და არსებობს როგორც გარკვეული უარყოფითი სიგნალები, ისე იმედის მომცემი ფაქტორებიც.
"მე ვისაუბრე, მაგალითად, ერთ-ერთ მედიკამენტზე, შარშან არსებულ სურათზე და იმის შემდგომ თვისობრივად შეცვლილ მდგომარეობაზე, რის გამოც პრაქტიკულად გამოირიცხა ამ მედიკამენტის გამოყენების შესაძლებლობა.
განსაკუთრებული ყურადღებით, მუდმივად თვალყურს ვადევნებთ სიახლეებს ამ მიმართულებით და არის, მაგალითად სიახლეები დაკავშირებული ბრიტანეთის გამოცდილებასთან, მოგეხსენებათ, რომ ბრიტანეთი აპირებს ნაბიჯების გადადგმას ერთ-ერთი მედიკამენტის მიმართულებით. საინტერესოა, ვაკვირდებით, გუშინაც გამოქვეყნდა გარკვეული ინფორმაცია მედიკამენტის ირგვლივ, ამასაც, ბუნებრივია, ვეცნობით. იმავდროულად არის იმედის მომცემი გარკვეული ფაქტორებიც, ძალიან იმედის მომცემი, მაგალითად, საკითხი დაკავშირებული კიდევ ახალი მედიკამენტების გამოჩენასთან“ - განაცხადა სარჯველაძემ.
მისივე თქმით, ეს არის ნებისმიერი ახალი სამედიცინო პროდუქტისთვის დამახასიათებელი პროცესი, რის გამოც დღეს საბოლოო და ზუსტი პასუხები არც საქართველოს და არც ევროპულ ქვეყნებს არ აქვთ.
თაგები:
მიხეილ სარჯველაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს