
ავტორი
Front News საქართველო
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ პაპუნა ლოცულაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კონტროლის ქვეშაა და საჭიროების შემთხვევაში, პაციენტს ყველა სერვისი მიეწოდება.
"ნებისმიერი პაციენტი განსაკუთრებული ყურადღების საგანია და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ასე ხდება. გარკვეული ფაქტორებიდან, მათ შორის პერსონალური მონაცემებიდან გამომდინარე, ბევრს ვერ ვისაუბრებ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერი კონტროლზეა. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საგანგაშო დასკვნების გამოტანის არანაირი მიზეზი არ არსებობს. რაკი თვითონ აქვს სურვილი, რომ გადიოდეს მკურნალობის, დაკვირვების კურსს, ეს ყველაფერი იქნება უზრუნველყოფილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საჭიროებიდან გამომდინარე. ვფიქრობ, უახლოეს დღეებში აბსოლუტურად მოიხსნება ნებისმიერი კითხვა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. თუ გამოიკვეთება რაიმე მკურნალობის საჭიროება, ყველა სერვისი იქნება მიწოდებული. ამ წუთს არ არის რაიმე საჭიროება გამოკვეთილი“, – განაცხადა სარჯველაძემ.
მისივე თქმით, ინციდენტს მყისიერი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა და ყველაფერი კალაპოტში ჩადგა.
პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში 28 მაისს გადაიყვანა.
თაგები:
მიხეილ სარჯველაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს