Logo

Logo

მიხეილ სარჯველაძე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების "მედსქილის“ ხელმძღვანელებს შეხვდა

საზოგადოება
Frontnews image description

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების „მედსქილის“ ხელმძღვანელებს შეხვდა. მხარეებმა ჯანდაცვის სექტორისთვის კვალიფიციური კადრების მომზადებისა და პროფესიული განათლების, განსაკუთრებით საექთნო საქმის განვითარების საკითხებზე ისაუბრეს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძემ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ჯანდაცვის სექტორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. მინისტრის განცხადებით, პროფესიული განათლება მაქსიმალურად უნდა ერგებოდეს შრომის ბაზრის მოთხოვნებს და ხელს უწყობდეს კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მომზადებას.

მხარეებმა სამინისტროსა და სასწავლო დაწესებულებას შორის, აქტიური თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი ვახტანგ თურნავა. ასევე - საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისა და მასში შემავალი დაწესებულებების ხელმძღვანელები.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები