Logo

მიხეილ სარჯველაძე - რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი შეუძლებელია იმის ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, ვერ ამბობს EMA

პოლიტიკა
143
Frontnews image description

რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი ჩემთვის მით უმეტეს შეუძლებელია იმის ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, ვერ ამბობს EMA, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის თემაზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, კითხვებზე პასუხების საჭიროების გამო, ევროპული სახელმწიფოები ამ ეტაპზე თავს იკავებენ გადაწყვეტილების მიღებისგან.

"ძალიან მნიშვნელოვანი თემების გარკვევის საჭიროებაზეა საუბარი და აქედან გამომდინარე, ახლა ამ ეტაპზე - ზუსტად ან თუნდაც მიახლოებით, იმის თქმა და პროგნოზის გაკეთება - რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი, ჩემთვის მით უმეტეს შეუძლებელია იმის ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, ვერ ამბობს EMA, ბევრი სხვა ისეთი დაწესებულება, რომელსაც, ერთმნიშვნელოვნად, გაცილებით დიდი შესაძლებლობები აქვს კვლევითი და ბევრი სხვა მიმართულებით, ვიდრე საქართველოს შეიძლება ჰქონდეს. ამიტომაც არის ლოგიკური, რომ ჩვენ მხედველობაში ვიღებთ ასეთ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას ისეთ ფაქტორებს - თუ როგორია პრაქტიკა მედიკამენტის გამოყენებისა განვითარებულ, ევროპულ სახელმწიფოში, თუმცა ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას და კომუნიკაციას შესაბამის დაწესებულებებთან, რომ მაქსიმალურად მეტი, რაც შეიძლება სწრაფად მიღებული პასუხები გვქონდეს კითხვებზე. ზუსტი თარიღების დასახელება მე, სამწუხაროდ, არ ხელმეწიფება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები