
ავტორი
Front News საქართველო
ყველაფრის, მათ შორის დღევანდელი ინციდენტის გათვალისწინებით, ვითარება გვავალდებულებს, რომ ყურადღებით ვიყოთ და დავინტერესდეთ, რამე ხომ არ არის ისეთი, რაც შეიძლება განგაშის მიზეზს ქმნიდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, წინასწარ გამოცხადება, რომ სააკაშვილის უფლება დაირღვა და დასკვნის გაკეთება, რომ ჯანმრთელობის ეს მდგომარეობა უფლების დარღვევის რეზულტატია, არასწორია, ეს მოითხოვს კვლევას.
“პირადად მე სხვა ინფორმაცია მაქვს, რომ უფლების არანაირ დარღვევას ადგილი არ აქვს და ყველა სერვისი, მათ შორის ჯანმრთელობის სერვისი მაღალი ხარისხითაა მიწოდებული და უზრუნველყოფილი ბატონი სააკაშვილის შემთხვევაში. შესაბამისად, თუ რაიმე დამატებითი საჭიროება ობიექტურად არსებობს, რა თქმა უნდა, ამაზე რეაგირებს და უნდა რეაგირებდეს პენიტენციური სამსახური. ყველა, მათ შორის იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური კარგად ხვდება, რომ ეს არის პატიმარი, რომლის უფლებების საკითხსაც ყველა ზედმიწევნით, მიკროსკოპით აკვირდება და ფაქტობრივად არავის ექნება შესაძლებლობა, რომ რაიმე უფლება სათანადო დონეზე არ იყოს დაცული. აქედან გამომდინარე, ტელევიზიით ნანახ ინციდენტს, პირდაპირ არ დავაკავშირებდი რაიმე უფლების დარღვევის ფაქტის მტკიცების საფუძველთან. ეს მართებული არ იქნებოდა“, – განაცხადა სარჯველაძემ.
თაგები:
მიხეილ სარჯველაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს