Logo

მიხეილ სარჯველაძე საქართველოში პოლონეთის საელჩოს მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

პოლიტიკა
209
Frontnews image description

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი საქართველოში პოლონეთის საელჩოს მისიის ხელმძღვანელს შეხვდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძემ და არტურ გებალმა შრომის ბაზრისა და დასაქმების საკითხებზე ისაუბრეს, ამასთან, განიხილეს შრომით მიგრაციასთან დაკავშირებული თემები.

შეხვედრაზე მიხეილ სარჯველაძემ ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. მიხეილ სარჯველაძემ და არტურ გებალმა, სამომავლოდ, სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრეს.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები