Logo

მიხეილ სარჯველაძე - სახელმწიფომ უნდა დაიცვას სამუშაო ადგილები და მათზე წვდომა საქართველოს მოქალაქეებისთვის

პოლიტიკა
114
Frontnews image description

სახელმწიფომ უნდა დაიცვას სამუშაო ადგილები და მათზე წვდომა საქართველოს მოქალაქეებისთვის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

"სამედიცინო სფერო ავიღოთ - მეთოდები და ტექნოლოგიები მუდმივად იხვეწება. შესაძლოა არსებობდეს ექიმი, რომელიც საქართველოში ჩამოსვლით და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობით მნიშვნელოვან ტექნოლოგიას ჩამოიტანს. ასეთ შემთხვევაში, პირიქით, ხელი უნდა შევუწყოთ და არ უნდა შეიქმნას ისეთი ბარიერი, რომელიც მის საქმიანობას შეაფერხებს. თუმცა მთავარი არსი არის ის, რომ სახელმწიფომ დაიცვას სამუშაო ადგილები და მათზე წვდომა საქართველოს მოქალაქეებისთვის", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ შრომითი მიგრაციის საკითხებზე საუბრისას.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები