მიხეილ სარჯველაძე – სამწუხაროდ, საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც იბრძვიან სასამართლო ხელისუფლების მართვის სადავეების ხელში ასაღებად

ავტორი
Front News საქართველო
სამწუხაროდ, საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც იბრძვიან არა მართლა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისთვის, არამედ სასამართლო ხელისუფლების მართვის სადავეების ხელში ასაღებად, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ “იმედის” ეთერში განაცხადა.
“სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა ვერ იძლევა შესაძლებლობას, რომ საპარლამენტო ტრიბუნებიდან ხდებოდეს, მათ შორის, კონკრეტული მოსამართლეების ავკარგიანობის შეფასება. ეს არის ძალიან ცუდი ტენდენციას, ძალიან სახიფათო და მავნებლური. მავნებლური იმიტომ, რომ ის, რაც საქართველოს მონაპოვარი აქვს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის სახით, გამოდის რომ ამის წინააღმდეგ გააფთრებული შეტევა მიდის“, – განაცხადა სარჯველაძემ.
მისი თქმით, ფუნდამენტური პრინციპია, რომ სასამართლო ხელისუფლება უნდა იყოს დამოუკიდებელი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო.
“როდესაც პოლიტიკური ხელისუფლება ხელში აიღებს ინდივიდუალურ მოსამართლეებზე, მათზე შეფასების შესაძლებლობას, მათი სამსახურიდან დათხოვნის შესაძლებლობას, უნდა ვიცოდეთ, რომ მანდ დამთავრდება ნაწვალები სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის იდეა“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, რომელიც მათი განცხადებით, სასამართლო სისტემაში, ხარვეზებს გამოავლენს.
თაგები:
მიხეილ სარჯველაძე




