Logo

მიხეილ სარჯველაძე საფრანგეთის ელჩ ოლივიე კურტოს შეხვდა

პოლიტიკა
225
Frontnews image description

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა.

მიხეილ სარჯველაძემ და ოლივიე კურტომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასა და მიმდინარე ერთობლივ პროგრამებზე იმსჯელეს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის საკითხები. ყურადღება გამახვილდა კლინიკურ სექტორზეც. საუბარი შეეხო მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიებსაც, რომლებიც დღეს საქართველოში ოპერირებენ.

მინისტრმა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში საფრანგეთთან პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის  ამ კუთხით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.

მიხეილ სარჯველაძემ და ოლივიე კურტომ ერთობლივ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები