მიხეილ სარჯველაძე - შშმ პირთათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულია, პრაქტიკულად, ყველაზე მეტი შეღავათი და პრივილეგია

ავტორი
Front News საქართველო
"შშმ პირთათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულია, პრაქტიკულად, ყველაზე მეტი შეღავათი და პრივილეგია. 2023-2025 წლებში პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებში სულ მონაწილეობა მიიღო სამუშაოს მაძიებელმა 1’785-მა შშმ პირმა და დასაქმდა 494 შშმ პირი“ - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მთავრობის მიერ ყოველწლიურად მტკიცდება „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“, რომელიც მოიცავს ღია შრომის ბაზარზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამებს და თანაბრად ვრცელდება ყველა სამუშაოს მაძიებელზე, თუმცა შშმ პირები, ცალკეულ შემთხვევებში, სარგებლობენ უპირატესი უფლებით და ეს სამინისტროს პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია.
2024 წლიდან შეიქმნა შშმ პირთა რეგისტრის ელექტრონული სისტემა, სადაც შშმ სტატუსის მინიჭებაზე უფლებამოსილი ყველა სამედიცინო დაწესებულება ამ სისტემაში ასახვს ინფორმაციას პირისთვის მინიჭებული შშმ სტატუსის შესახებ.
მინისტრის განცხადებით, მოკლევადიან პერსპექტივაში ინდივიდუალური მუშაობა დაიწყება პროფესიულ მომზადება-გადამზადებულ შშმ პირებთან მათი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ასევე, დასაქმების ხელშემწყობი ღონისძიებების პრიორიტეტულ ჯგუფებში, წინასწარ განსაზღვრული კატეგორიების გარდა, დაემატება შშმ პირის ან შშმ ბავშვის მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი, რაც სტიმულს მისცემს უფრო მათ აქტიურ დასაქმებას.
თაგები:
მიხეილ სარჯველაძე




