
ავტორი
Front News საქართველო
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სილვიუ დომენტეს შეხვდა, რომელიც საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის პოზიციაზე თავის მისიას ასრულებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა სილვიუ დომენტეს დამსახურებას საქართველოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას შორის ეფექტურ მუშაობაში. მინისტრმა მას თანამშრომლობისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობის სიგელი გადასცა.
როგორც სილვიუ დომენტემ აღნიშნა, ჯილდო, მასთან ერთად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაფასების გამოხატულებაცაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია.
მხარეებმა ის რეფორმები შეაჯამეს, რომელიც საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელდა. მათ შორის საუბარი შეეხო მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მოპოვებას, C ჰეპატიტის ელიმინაციის კოლაბორაციის ცენტრის გახსნას, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების განსაზღვრასა და სამედიცინო დაწესებულებების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების სისტემის შექმნას.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამ და სხვა ერთობლივმა პროექტებმა, მოქალაქეებისთვის, მნიშვნელოვნად გაზარდა ხელმისაწვდომობა მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებებსა და მედიკამენტებზე.
შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები თეა გიორგაძე და ირინე წაქაძე, ასევე უწყების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სილვიუ დომენტე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობას საქართველოში 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა.
თაგები:
მიხეილ სარჯველაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს