
ავტორი
Front News საქართველო
ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრის მხრიდან აბსოლუტურად რელევანტური შეფასებებია გაკეთებული და სწორი ანალიზია დადებული, თუ რა მოტივაცია შეიძლება ჰქონოდა სააკაშვილს, როცა საზოგადოებას ახალ ავანტიურას სთავაზობდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, როცა ავს არქმევენ ავს, ამაში არავითარი დისკრედიტაცია არ არსებობს.
“საუბარია იმაზე, რომ ჭეშმარიტება გამოაშკარავდა და ამაში დასაძრახი არაფერია. როცა ავია რაღაც, იმას უნდა დაარქვა ავი და დამთავრდა. მართალია გაცვდა ფრაზა, მაგრამ გეტყვით, რომ ოპოზიციას დესტრუქციული დღის წესრიგის შემოთავაზებისას ავიწყდებოდა და ჩვენ მოვუწოდებდით, რომ ამაზე ფიქრზე ხელი აეღოთ იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში სრულიად განსხვავებული რეალობაა იმისგან, რაც 2003 წლის ნოემბერში იყო“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს