
ავტორი
Front News საქართველო
თუ ვინმე თვლის, რომ ევტუშენკოვთან ნაცნობობის გამო შეიძლება საქართველოს რომელიმე მოქალაქე სანქციებს დაექვემდებაროს, მაშინ იგივე უნდა თქვას ბაიდენთან დაკავშირებით, ბატონ კუბილიუსს კითხეთ, ბაიდენიც მოიაზრება თუ არა სანქციების რისკის ქვეშ – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ ბაიდენის ადმინისტრაციასა და ევტუშენკოვს შორის კავშირის შესახებ დასავლური მედიით გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ელოდება ოპოზიციის განცხადებებს ბაიდენის დადანაშაულებასთან დაკავშირებით, რომ ის ოლიგარქია, ცუდად მართავს ქვეეყანას და დემოკრატიულ ცივილიზაციას უპირისპირდება.
„ბატონ კუბილიუსს უნდა დაუსვათ კითხვა, ბაიდენიც მოიაზრება თუ არა ამ სანქციების რისკის ქვეშ. მედიიდან რა ინფორმაციაც გავარკვიე, საუბარია იმის თაობაზე, რომ ბაიდენის ოჯახს აქვს პირადი ნაცნობობა და ახლო ურთიერთობა ევტუშენკოვთან. კარგი იქნება, თუ ვიქნებით მეტად ლოგიკურად თანმიმდევრულნი, როდესაც შეფასებებს ვაკეთებთ და არ ვიხელმძღვანელებთ ორმაგი სტანდარტებით. თუ ვინმე თვლის, რომ ევტუშენკოვთან ნაცნობობის გამო შეიძლება საქართველოს რომელიმე მოქალაქე სანქციებს დაექვემდებაროს, მაშინ იგივე უნდა თქვას ბაიდენთან დაკავშირებით“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
თაგები:
მიხეილ სარჯველაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს