Logo

მიხეილ სარჯველაძე ტიპი 1 დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

Frontnews image description

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ტიპი 1 დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე არსებული სახელმწიფო პროგრამები, მომსახურებების ხელმისაწვდომობა და სამომავლო საჭიროებები განიხილეს.

მისივე ცნობით, საუბარი შეეხო გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის (CGM) სისტემების ხელმისაწვდომობას, ინსულინის მარაგების უზრუნველყოფას, დიაბეტის მართვასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და მხარდაჭერის მექანიზმებს. აღინიშნა, რომ პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხებზე დაინტერესებულ პირებთან კონსულტაციები გაგრძელდება, რაც აუცილებელია პროცესის სწორად დაგეგმვისა და წარმართვისთვის. ხაზი გაესვა, რომ ბენეფიციარების მოსაზრებების გათვალისწინება მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს პროცესების ეფექტიანად განხორციელებისთვის.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, უწყება აქტიურად აგრძელებს მუშაობას დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სერვისების განვითარების მიმართულებით.

შეხვედრას მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე და ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე ეკატერინე შარაძე ესწრებოდნენ. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები