Logo

მიხეილ სარჯველაძე თურქმენეთის ელჩთან ერთად ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში იმყოფებოდა

პოლიტიკა
59
Frontnews image description

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ერთად ი.ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში იმყოფებოდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძე და დოვლეტმირატ სეიტმამედოვი დაწესებულების სამეცნიერო სამუშაოებს გაეცნენ და კვლევითი ლაბორატორია დაათვალიერეს. მხარეებმა ორი ქვეყნის პროფილურ დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებიც განიხილეს. ასევე, ისაუბრეს სამეცნიერო პერსონალის ურთიერთგაცვლის შესახებ.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველო მზადაა, თურქმენეთთან ფარმაკოქიმიისა და ზოგადად, მედიცინის მიმართულებით, ურთიერთობის კიდევ გაღრმავებისთვის, რასაც ხელს შეუწყობს მსგავსი ვიზიტები.

ი.ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში ასევე იმყოფებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ირაკლი ნატროშვილი, უნივერსიტეტისა და ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის წარმომადგენლები.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები