
ავტორი
Front News საქართველო
"რამდენიმე დღის წინ ჟენევაში ვიმყოფებოდი და დაახლოებით თხუთმეტი სახელმწიფოს ძალიან მაღალი დონის თანამდებობის პირებს, სამედიცინო და კლინიკური სექტორის წარმომადგენლებს შევხვდი. უკლებლივ ყველა საუბრობს კითხვის ნიშნებთან დაკავშირებით, თუმცა ყველა იმედით არის განწყობილი. ყველას სურვილია, რაც შეიძლება სწრაფად ყველა კითხვას მოეძებნოს რელევანტური პასუხი, რომელიც მისცემს შესაძლებლობას ევროპულ სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს, რომ მიღებული იყოს გადაწყვეტილება სახელმწიფო პროგრამებში ამ მედიკამენტის დანერგვასთან დაკავშირებით“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, ვინაიდან ეს პრეპარატები ბაზარზე ახალი გაჩენილი საშუალებებია, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მსგავსი სიფრთხილე და დაკვირვება აბსოლუტურად გამართლებული და ლოგიკური პროცესია.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, სამინისტროს კარი პირველივე დღიდან ღიაა ყველა დაინტერესებული მხარისთვის, განსაკუთრებით კი პაციენტების მშობლებისთვის.
"რაც ამაზე საჯარო დისკუსიები დაიწყო, იმ დღიდან მოყოლებული ვამბობთ, რომ არასოდეს კარი არ დაგვიკეტავს არცერთი დაინტერესებული პირისთვის და უპირველესად, რა თქმა უნდა, მშობლებისთვის. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად მიახლოებული იყოს პაციენტების საჭიროებებთან ყველა ის სერვისი, რომელიც სახელმწიფოს აქვს. სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით საკმაოდ ბევრი რამ კეთდება - ყველა ის სერვისი, რაც მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის თანახმად, პაციენტებისთვის შეიძლება სასარგებლო იყოს. კარგი იქნება, ბევრად სასარგებლო იქნება თვითონ პაციენტებისთვისაც, თუ ამ მუშაობის პროცესში აქტიურად, უშუალოდ ჩართულები იქნებიან, მათ შორის, მშობლებიც და ნებისმიერი დაინტერესებული პირი. ეს არის ჩვენი მოწოდებაც პირველივე დღიდან, ასე ვაგრძელებთ და ბუნებრივია, ამ კარის დახურვას არც ვაპირებთ“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
თაგები:
მიხეილ სარჯველაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს