მიხეილ სარჯველაძემ და ლევან მგალობლიშვილმა აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულეს

ავტორი
Front News საქართველო
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი ორთაჭალაში იმყოფებოდნენ, სადაც დევნილთა დასახლებაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც მათ აფეთქების შედეგად დაშავებულები “ნიუ ჰოსპიტალში” მოინახულეს.
ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
აფეთქება სავარაუდოდ, შენობის მეოთხე სართულზე მოხდა. აფეთქების შედეგად, საცხოვრებელი კორპუსის ფასადი და კედლები ჩამოინგრა.
თაგები:
ლევან მგალობლიშვილი




