მიხეილ სარჯველაძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში პირველადი ჯანდაცვის საკითხებზე გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სარჯველაძე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძესთან ერთად ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 79-ე სესიაში მონაწილეობს.
ასამბლეის ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრმა მონაწილეობა მიიღო პირველადი ჯანდაცვის საკითხებზე გამართულ პანელურ დისკუსიაში.
მისი განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სერვისებზე ხელმისაწვდომობა, თუმცა ეფექტიანი და პრევენციაზე ორიენტირებული სისტემის ჩამოსაყალიბებლად პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება აუცილებელია. მისივე თქმით, მიმდინარე რეფორმა ითვალისწინებს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ოჯახის ექიმების როლის გაძლიერებას, შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მექანიზმების დანერგვასა და სოფლის მოსახლეობისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაფართოებას.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქრონიკული დაავადებების ადრეულ გამოვლენასა და მართვას, პრევენციული პროგრამების გაძლიერებას და პირველადი ჯანდაცვის სისტემაში მოქალაქეთა ნდობის ზრდას.
თაგები:
მიხეილ სარჯველაძე




