Logo

მიხეილ სარჯველაძემ თენგიზ ასათიანს 80 წლის იუბილე მიულოცა

Frontnews image description

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ პროფესორ თენგიზ ასათიანს 80 წლის იუბილე მიულოცა და მადლობის სიგელი გადასცა.

პროფესორი თენგიზ ასათიანი ქართული მედიცინის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია, რომელიც მრავალი ათწლეულის განმავლობაში ემსახურებოდა მეან-გინეკოლოგიის განვითარებას და ახალგაზრდა ექიმების აღზრდას. იგი არის საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი და დიდი ბრიტანეთის სამეფო კოლეჯის წევრი.

მიხეილ სარჯველაძემ იუბილარს მადლობა გადაუხადა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და პროფესიულ საქმიანობაში  წარმატებები უსურვა.

შეხვედრას მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე და თსსუ-ს დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი ზაზა ბოხუა ესწრებოდნენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები