Logo

მიჰკელსონი – ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა დააწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილის, ასევე მისი ყველა მორჩილის წინააღმდეგ

პოლიტიკა
1276
Frontnews image description

ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა დააწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილის, ასევე მისი ყველა მორჩილის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიჰკელსონი წერს.

მისივე თქმით, ტერორის გამოყენება ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ აჩვენებს საქართველოს ხელისუფლების  პრორუსულ ბუნებას.

“ტერორის გამოყენება ოპოზიციონერი ლიდერების და მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც იცავენ თავისუფლებას, აჩვენებს საქართველოს პრორუსული, არაკანონიერი ხელისუფლების ჭეშმარიტ ბუნებას. ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა დააწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილის, ასევე მისი ყველა მორჩილის წინააღმდეგ”, – წერს მარკო მიჰკელსონი.

Advertisement