მიკოლაივის დაბომბვის დროს უკრაინის გმირი და ცნობილი ბიზნესმენი დაიღუპა

ავტორი
Front News საქართველო
მიკოლაივის მასიური დაბომბვის დროს უკრაინის გმირი და ცნობილი ბიზნესმენი ალექსეი ვადატურსკი დაიღუპა.
მედიის ინფორმაციით, მასთან ერთად გარდაიცვალა ბიზნესმენის მეუღლეც. მომხდარის დეტალები უცნობია.
75 წლის ვადატურსკი მარცვლეულის უმსხვილესი სავაჭრო კომპანია “ნიბულონის“ მფლობელი და 2005 წლის თებერვლიდან უკრაინის მარცვლეულის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო.
2021 წელს Forbes-მა ბიზნესმენის ქონება 430 მილიონ დოლარად შეაფასა, ვადატურსკი უკრაინის უმდიდრესი ადამიანების ტოპ 100-ში 24-ე ადგილს იკავებდა.
თაგები:
მიკოლაივი




