Logo

მილანის ლინატეს საერთაშორისო აეროპორტში მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

პოლიტიკა
37
Frontnews image description

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით მილანში იმყოფება, სადაც ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მილანის ლინატეს საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილი ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას შეხვდება და ფიგურული ციგურაობის გუნდურ შეჯიბრებაზე საქართველოს წარმომადგენლებს უგულშემატკივრებს. ოლიმპიადის გახსნამდე კი ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე დამსწრე უცხო სახელმწიფოების მეთაურების პატივსაცემად იტალიის პრეზიდენტის, სერჯო მატარელას სახელით გამართულ ვახშამს დაესწრება.

მიხეილ ყაველაშვილი ასევე დაესწრება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, კირსტი ქოვენთრის მიერ გამართულ ვახშამს.

გახსნის ცერემონიის მთავარი ღონისძიება მილანის სან-სიროს ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები