Logo

მილერი – არსებობს სერიოზული პოლიტიკური შედეგები, ეს არაა მხოლოდ რიტორიკა, ბევრს ნახავთ და გაიგებთ, მაგრამ დღეს არა

პოლიტიკა
1151
Frontnews image description

ჩვენ განვაცხადეთ, რომ საქართველოში მიღებული კანონის გათვალისწინებით, გადავხედავთ საქართველოსთან ურთიერთობას. არსებობს სერიოზული პოლიტიკური შედეგები და არა მხოლოდ რიტორიკა, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

“ორ კვირაზე ნაკლები ხნის წინ, ჩვენ გამოვაცხადეთ ურთიერთობების გადახედვის შესახებ გადაწყვეტილება, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მიღებულ იქნა ეს კანონი. არსებობს რეალური და სერიოზული პოლიტიკური შედეგები, ეს არაა მხოლოდ რიტორიკა. საუბარია იმ დახმარების ოდენობაზე, რომელსაც ჩვენ ვუწევთ საქართველოს, დაახლოებით $390 მილიონი დოლარია გათვალისწინებული წინა წლის ბიუჯეტის კანონებში, რომელიც ახლა განხილვის პროცესშია, ეს ეხება პოტენციურ სანქციებს, სავიზო შეზღუდვებს, რომლის შესახებაც ორ კვირაზე ნაკლები ხნის წინ განვაცხადეთ, რის შესწავლასაც ახლა ვახდეთ თუ როდის და როგორ განვახორციელებთ.

 

ასე რომ, ბევრს ნახავთ და გაიგებთ ჩვენგან ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ეს დღეს არ იქნება. სახელმწიფო მდივანი იყო ის, რომელმაც გამოაცხადა პოლიტიკის გადახედვის შესახებ, საბოლოო ჯამში, ამ პროცესს სახელმწიფო დეპარტამენტში ჩვენი კოლეგები და თანამშრომლობენ სხვა სააგენტოებთან. ამის შემდეგ სახელმწიფო მდივანი მიიღებს გადაწყვეტილებას, იმავე კოლეგებთან კონსულტაციის შედეგად”, – განაცხადა მილერმა. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები