Logo

მილერი – ძალიან შეშფოთებული ვართ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო

პოლიტიკა
787
Frontnews image description

ყურადღებით ვაკვირდებით ბატონი სააკაშვილის საქმეს. ძალიან შეშფოთებული ვართ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.

 

“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ბატონი სააკაშვილის საქმეს. ძალიან შეშფოთებული ვართ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და ეს არაერთხელ ვუთხარით საქართველოს მთავრობას როგორც საჯაროდ, ისე პირად საუბრებში.

 

მთავრობის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს მისთვის  საჭირო სამედიცინო დახმარება, რათა დაცული იყოს მისი უფლებები. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საქმეზე ყურადღებით დაკვირვებას”, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები