მილერი – კონსულტაციებს გავდივართ კოლეგებთან ევროკავშირში, სხვა რა გამოძიებები შეიძლება იყოს შესაბამისი


ავტორი
Front News საქართველო
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებით, აშშ საქართველოში ჩატარებული არჩევნების გამოძიების საკითხზე ევროკავშირში კოლეგებთან კონსულტაციებს გადის.
“პრეზიდენტ ბაიდენის განცხადება მხოლოდ იმას გულისხმობდა, რაც მან თქვა, სხვა არაფერს. მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას გამოძიებისკენ. ჩვენ ასევე ნათლად განვაცხადეთ, რომ კონსულტაციებს გავდივართ ჩვენს კოლეგებთან ევროკავშირში, თუ რა სხვა გამოძიებები შეიძლება იყოს შესაბამისი.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თავად ისაუბროს საკუთარ თავზე, მაგრამ მე როგორც გავიგე, მან თქვა, რომ აქვს ინფორმაცია დარღვევების შესახებ, ასე რომ, იმედია, ის უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის გაზიარებას. ის რელევანტური იქნება ნებისმიერი გამოძიებისთვის, მიუხედავად იმისა, საქართველოს ოფიციალური პირები ჩაატარებენ მას თუ ნებისმიერი სხვა”, – განაცხადა მილერმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა საქართველო-აშშ-ის ორმხრივ ურთიერთობებზეც ისაუბრა.
“ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ გრძელდება ჩვენი ურთიერთობის გადახედვა საქართველოს მთავრობასთან. ჩვენ უკვე შევაჩერეთ საქართველოს მთავრობისთვის დახმარების 95 მილიონი დოლარი და სხვა დახმარება, რომელსაც ვაწვდით, გადახედვის ქვეშ რჩება”, – აღნიშნა მილერმა.
თაგები:
მეთიუ მილერი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს