Logo

მილერი – მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის მომავალი

პოლიტიკა
347
Frontnews image description

მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის მომავალი, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.

 

“არაერთხელ გვინახავს რუსეთის არა მხოლოდ არაერთი მცდელობა, არამედ პირდაპირი ჩარევა არჩევნებში, როგორც რეგიონში, ისე მთელ მსოფლიოში. ჩვენ ყოველთვის ფხიზლად ვართ და ვაკვირდებით ამას. როგორც ჩვენგან არაერთხელ გსმენიათ, მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა – და მხოლოდ ქართველმა ხალხმა – გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის მომავალი“, – განაცხადა მილერმა.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები