მილერი – ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, თუ დამატებითი ზომები საჭირო იქნება, მის გამოყენებას არ მოვერიდებით


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ განვაგრძობთ იმის შეფასებას, არის თუ არა საჭირო დამატებითი ზომების მიღება და თუ ასე იქნება, არ მოვერიდებით მის გამოყენებას, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა საქართველოს შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
“ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ. ჩვენ ეს მკაფიოდ ვაჩვენეთ. მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ მხარს ვუჭერთ მათ ამბიციას, გახდნენ ევროკავშირის წევრი და მათ შემდგომ ინტეგრაციას ევროატლანტიკურ პარტნიორებთან.
როგორც იცით, ჩვენ გადახედვის პროცესში გვაქვს საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფილი მნიშვნელოვანი დახმარება და შევაჩერეთ ამ დახმარების 95 მილიონი დოლარი იმ ნაბიჯების გამო, რომლებიც მათ გადადგეს.
ჩვენ განვაგრძობთ იმის შეფასებას, არის თუ არა საჭირო დამატებითი ზომების მიღება და თუ ასე იქნება, არ მოვერიდებით მის გამოყენებას“, – განაცხადა მილერმა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს