“მიმაჩნია, რომ დღეს აუცილებელია, სასწრაფოდ დავაბრუნოთ ელჩი კიევში”

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინას სოლიდარობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ აუცილებელია ელჩი სასწრაფოდ დაბრუნდეს კიევში.
ამის შესახებ ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"არ მინდა, რომ არ ვახსენო ჩვენი უკრაინელი მეგობრების დღევანდელი ბრძოლა და მათ არ გამოვუცხადო სოლიდარობა. მიმაჩნია, რომ დღეს ამ სოლიდარობის ნიშნად აუცილებელია, რომ სასწრაფოდ დავაბრუნოთ ელჩი კიევში", – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
თაგები:





