Logo

“მიმაჩნია, რომ უპრიანი იქნებოდა ამნისტიის კანონი შეჩერებულიყო, სანამ საგამოძიებო კომისია მუშაობს”

საზოგადოება
392
Frontnews image description

პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნამდე მართებული იქნებოდა, ამნისტიის კანონის შეჩერება.

"თუ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე მოხდება შეთანხმება, მაშინ მე მიმაჩნია, რომ უპრიანი იქნებოდა ამნისტიის კანონი შეჩერებულიყო, სანამ საგამოძიებო კომისია მუშაობს და შესაბამისად, უკვე საგამოძიებო კომისიის მიერ დადებული შედეგები გახდეს, მათ შორის, ამნისტიის კანონპროექტის საფუძველი. ვის და რას შეეხება ამნისტიის კანონი, განისაზღვროს სწორედ საგამოძიებო კომისიის მიერ დადებული  შედეგების საფუძველზე"- აცხადებს სამადაშვილი.

პარლამენტში, ამნისტიის შესახებ ორი კანონია დარეგისტრირებულია: "ქართული ოცნების“ და პოლიტიკური შეთანხმების აქტზე ხელმომწერი ოპოზიციის. ეს უკანასკნელი, ხვალიდან, პარლამენტის მუშაობაში ჩაერთვება. მთავარი საკითხი, რომელზეც დეპუტატები მუშაობას დაიწყებენ, 20 ივნისის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაა.

თაგები:

Advertisement