Logo

მიმდინარე კვირაში პარლამენტში ლაშა ხუციშვილს და ნათია თურნავას მოუსმენენ

პოლიტიკა
1150
Frontnews image description

22 თებერვალს, პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი  საქართველოს პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშსა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის შესახებ მოხსენებას წარადგენს.

 

21 თებერვალს, პარლამენტი “მინისტრის საათის“ ფორმატში ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს მოუსმენს.

 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, 23 თებერვალს პარლამენტში ინტერპელაციის წესით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა წარდგება.

 

მიმდინარე სასესიო კვირაში თავისუფალი ტრიბუნით ისარგებლებს  საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.

 

ბიუროს სხდომაზე ასევე განიხილეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და სავალდებულო და წამყვანი კომიტეტები განსაზღვრეს.

თაგები:

ბიურო
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები