
ავტორი
Front News საქართველო
ბიურომ მიმდინარე სასესიო კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელა.
18 ოქტომბერს, პოლიტიკური განცხადებების შემდეგ დეპუტატები კონსტიტუციური კანონის პროექტს – „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განიხილავენ.
“ხვალ განვიხილავთ საკონსტიტუციო ცვლილებას, იმ შემთხვევაში, რომ ერთი მოწვევის პარლამენტმა მიიღოს ცვლილება, სჭირდება 2/4 ანუ 113 ხმა. განსაკუთრებით მივმართავ ოპოზიციას, რომ წარმოდგენილნი იყვნენ პარლამენტის სხდომაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.
19 ოქტომბერს, პარლამენტი კანონპროექტების განხილვის შემდეგ იურიდიული დახმარების სამსახურისა და აუდიტის სამსახურის 2021 წლის ანგარიშებს მოისმენს.
20 ოქტომბერი კი დაეთმობა საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენას მინისტრის საათის ფორმატში.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს