“მიმდინარეობს მსჯელობა, რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გატარდეს”


ავტორი
Front News საქართველო
ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე საუბარი იმაზე, რომ გარკვეული შეზღუდვები გაუქმდეს, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ახლა მიმდინარეობს მსჯელობა, რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გატარდეს, რათა უკეთ მოხდეს ეპიდსიტუაციის მართვა.
„ჩვენ ვიმყოფებით ახლა ისეთ სტადიაზე, როდესაც ველოდებით პიკურ მაჩვენებელს მესამე ტალღისას. რა თქმა უნდა, ჩვენთან მიმდინარეობს მსჯელობა, რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გატარდეს, რათა ჩვენ ეპიდსიტუაცია უკეთესად ვმართოთ ლოკალურ დონეზე და ამასთან დაკავშირებით მსჯელობა იქნება ორშაბათს უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერის დაქვემდებარებაშია.
ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული და ვგეგმავთ, რომ ეკლესიის მხარდაჭერა ისევე როგორც შარშან, იქნება ძალიან აქტიური სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების მიმართ, აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვართ, რომ ეს არ იქნება რადიკალური და კატეგორიული შეზღუდვები, თუმცა ეს იქნება იმ ღონისძიებების ზედმიწევნით დაცვა, რომელიც ჩვენი მოსახლეობისთვის ეკლესიისა და საეკლესიო ღონისძიებების ფორმატში უზრუნველყოფს სრულ უსაფრთხოებას ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე“, – განაცხადა ტიკარაძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს