“მინდა Airzena-ს ვთხოვო, მოგვყიდოს ბილეთები ეკონომკლასის ფასად და ამით ძალიან დაგვეხმარება”


ავტორი
Front News საქართველო
ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია კომპანია Airzena-ს სთხოვს, ბიზნესკლასის 3 ბილეთი ეკონომკლასის ფასად მიყიდოს.
ლაშა ჟვანიას თქმით, ისრაელში დეპორტირებულთა ციხეში საქართველოს 8 მოქალაქეა, 5 მათგანი ხვალ გამოემგზავრება, ხოლო ადგილების უქონლობის გამო, 3 მათგანის ტრანსპორტირება ვერ ხორციელდება, სწორედ ამ სამი პირის დროულად გამომგზავრების გამო მიმართავს საელჩო თხოვნით კომპანია აირზენას.
"ვისაც ქვეყნის დატოვება სურდა დღეს დატოვეს, ორი რეისი განხორციელდა. ხვალ კიდევ იქნება რეისი. ისრაელში ჩვენ გვყავს 8 დეპორტირებული პატიმარი, რომელთაგანაც 5 მათგანი ხვალ წამოვა საქართველოში. ადგილები არ არის და რჩება 3 ადამიანი, ამიტომ მე მინდა Airzena-ს ვთხოვო მოგვყიდოს ბილეთები ბიზნესკლასის ნაცვლად, ეკონომკლასის ფასად და ამით ძალიან დაგვეხმარება. თუ არა და, კიდევ რამდენიმე დღე დარჩება ის სამი ადამიანი აქ, თუმცა ისინი დაცულები არიან სრულიად", – განაცხადა ლაშა ჟვანიამ "ღამის კურიერის" ეთერში.
ლაშა ჟვანიას ინფორმაციით, საქართველოში ისრაელიდან დღეს 2 რეისი განხორციელდა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს