Logo

“მინდა არა შევზღუდო მედია, არამედ დავეხმაროთ მედიას გათავისუფლდეს ქაოსისაგან”

საზოგადოება
1228
Frontnews image description

ლევან ვასაძე, რომელმაც მოძრაობა "ერთობა, რაობა, იმედი" დღეს ოფიციალურად დააფუძნა, აცხადებს, რომ პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობას არ აპირებს.

"პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობას რაც შეეხება, მე პირადად ძნელად მესახება, იმიტომ რომ ის ელიტა (ამპარტავნებით არ ვამბობ), რომელიც ასეთ კაფსულაშია მოხვედრილი, ჩემი აზრით შორს დგას ხალხის ინტერესებისგან, ამიტომ ატარებს სრულიად განსხავებულ იდეოლოგიას", – აცხადებს ვასაძე.

ბიზნესმენი მედიის შესახებაც საუბრობს. 

"ჩემი მხარდაჭერა მედიის მიმართ არის აბსოლუტური იმაში, რომ იყოს ობიექტური და კრიტიკული. მე მინდა არა შევზღუდო მედია, არამედ დავეხმაროთ მედიას გათავისუფლდეს იმ ქაოსისაგან, რომელიც იწვევს ფსევდოკულტურა, ცილისწამებისა, შეურაცხყოფისა, ბილწსიტყვაობისა და შუღლის გაღვივებისა"-აცხადებს ვასაძე.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები