Logo

“მინდა, ეს გამარჯვება მივუძღვნა ჩემს მუსლიმ ძმებს, წულუკიძეებს და ნიკა მელიას”

Frontnews image description

​ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი, რომელიც სერბეთის სახელით ასპარეზობს და 24 აპრილს ევროპის ჩემპიონიც გახდა, გამარჯვებას ძმებ წულუკიძეებს და ნიკა მელიას უღვნის. 

"მინდა, ეს გამარჯვება, პირველ რიგში, მივუძღვნა ჩემს მუსლიმ ძმებს, წულუკიძეებს ვგულისხმობ, რომლებიც დღეს უკანონოდ არიან დაპატიმრებულები, რომლებსაც მოუწყვეს პროვოკაცია და ბიჭები, რომლებიც წესიერების მაგალითები უნდა იყვნენ, უკანონოდ სხედან ციხეში. 

ასევე, ეს გამარჯვება ეძღვნება ნიკა მელიას, რომელიც დღეს საქართველოში არის თავისუფლების იდეის მატარებელი და ამის გამო ზის საპყრობილეში. 

მინდა, ამ გამარჯვებით ამ ხალხს მძიმე წუთები ცოტა შევუმსუბუქო. 

მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს გულშემატკივრობისთვის და სერბებს, რომლებიც გვერდში ძალიან დამიდგნენ", – განახცადა დათუნაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში. 

ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის სახელით მას შემდეგ ასპარეზობს, რაც საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი მას თავს დაესხა – 2019 წლის იანვარში საქართველოს ჩემპიონატზე გეგა გეგეშიძემ მას თავში დაარტყა. 

გეგეშიძე 2019 წლის 22 იანვარს დააკავეს, თუმცა მალევე 5-ათასლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს

2019 წლის აგვისტოში დათუნაშვილი სერბეთში გადავიდა. როგორც შემდეგ გაირკვა, გეგეშიძე მის სერბეთში ასპარეზობასაც უშლიდა ხელს. 

თაგები:

Advertisement