
ავტორი
Front News საქართველო
მინდა, გავიგო, რას აპირებს გიორგი გახარია, მინდა, გავიგო, მისი შეფასებები, მისი გეგმების შესახებ მოვისმინო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ყველა ადამიანმა, მათ შორის პოლიტიკოსმა უნდა იცოდეს, რომ მის ქმედებებს მიეცემა შესაბამისი განმარტება.
„მე მინდა, გავიგო, რას აპირებს გახარია, მინდა, რომ გავიგო, მისი შეფასებები, მისი გეგმების შესახებ მოვისმინო. იცოდეს ყველა ადამიანმა, მათ შორის პოლიტიკოსებმა, რომ ყველა მათ ქმედებას მიეცემა შესაბამისი განმარტება და შეფასება. ყველას და ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს