“მინდა ყველას გთხოვოთ, ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე”

ავტორი
Front News საქართველო
კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გელათის სამონასტრო კომპლექსის შესახებ ისაუბრა და ყველას მოუწოდა "ნუ დაბოდიალობენ ხარაჩოებზე", რადგან ეს უფრო აზიანებს ფრესკებს.
"2008 წლიდან 2020 წლამდე, სამწუხაროდ, გელათის სამონასტრო კომპლექსზე, ჩემი სუბიექტური აზრი დაარქვით თუ გნებავთ ამას, მიმდინარეობდა ძეგლისათვის საზიანო ექსპერიმენტი.
მინდა ყველას გთხოვოთ, გამოვიყენებ ყველასათვის გასაგებ სიტყვას: ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე, იმიტომ რომ ხარაჩოებზე ბოდიალი აზიანებს კიდევ უფრო მეტად იმ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ფრესკებს, რომელ მდგომარეობაშიც სამწუხაროდ, ზოგიერთი ფრესკის ზოგიერთი კონკრეტული ნაწილი არის.
წინ დააყენეთ გელათის ინტერესი და არა პოლიტიკური ინტერესი, იმიტომ რომ გელათი არ არის პოლიტიკოსი, გელათი არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.
დიახ, საუბარია ბატონ თორნიკე ბარათაშვილზე, რომელიც ავიდა დაუკითხავად ხარაჩოზე. გასაგებია, რომ ინტერესი დიდია, მაგრამ ბარათაშვილი იქნება ეს, თუ ამიხლახვარი, ყველას გთხოვთ: წინ დააყენოთ გელათის ინტერესი"- განაცხადა წულუკიანმა.
19 მაისს "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელმა თორნიკე ბარათაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ისტორიული ფრესკების ნაწილი ჩამოიშალა.
თაგები:





