
ავტორი
Front News საქართველო
დაკავებული აქტივისტის ლაზარე გრიგორიადისის მამა მოქალაქეებს საქალაქო სასამართლოსთან შეკრებისკენ მოუწოდებს.
“მოლოდინები მინდა კარგი მქონდეს, მაგრამ დღევანდელი მთავრობის ხელში რაღაც არ მეფიქრება კარგზე. ვისაც გვინდა საქართველოს მომავალი ევროპისკენ და დასავლეთისკენ, მინდა ყველას მოვუწოდო, ლაზარეს და თორნიკეს პროცესზე მობრძანდით მაქსიმალურად ბევრი ხალხი, რადგან გავაგონოთ მართულ მოსამართლეებს ჩვენი გაბრაზებული ხმა, რადგან არ გამოიტანონ ის გადაწყვეტილება, რაც აქვთ მთავრობისგან ზემოდან დავალებული”, – განაცხადა ბექა გრიგორიადისმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს, 17:00 საათზეა ჩანიშნული, აქცია კი 16:00 საათზე დაიწყება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც 7-9 მარტის აქციების დროს პოლიციელებისთვის ქვებისა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლას ედავება, პატიმრობა 31 მარტს შეუფარდა.
თაგები:
ლაზარე გრიგორიადისი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს