“მინდა, ვთხოვო ჩემს მხარდამჭერებს, მეგობრებს, დამეხმაროთ პარტიის დაფუძნებაში”

ავტორი
Front News საქართველო
პატიმრობაში მყოფი გოგი წულაია პარტიას აფუძნებს. ის ფეისბუქ გვერდის საშუალებით გულშემატკივრებს მიმართავს და მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
"მოგესალმებით მეგობრებო, მხარდამჭერებო და უბრალოდ გულშემატკივრებო, გლდანის 18-ე სამკურნალო სასჯელაღასრულების 405 საკნიდან.
მინდა გითხრათ, რომ როდესაც დავტოვე პარტია "თავისუფალი საქართველო", ერთ ვარიანტად განვიხილავდი პარტიის ჩამოყალიბებას, ნუ აქ ყოფნამ საბოოლოდ გამაწყვეტინა პარტიის დაარსება. პარტიის პროგრამა მინიმუმი იქნება, რომ მონაწილეობა მივიღოთ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში და მოვიცვათ ყველა სოფელი და რეგიონი. ამაზე ბევრი ლაპარაკი არ არის საჭირო, რადგან თუ ვინმე ოდესმე მისმენდა, იცის რა დამოკიდებულება მაქვს სოციალური და საერთო სამართლიანობის მიმართ, ასევე თვითმმართველობის გაძლიერების მიმართ, რომ ახლანდელი თვითმმართველობა არის მხოლოდ ბუტაფორია და მეტი არაფერი და ასევე რა მიდგომები მაქვს ახალ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით ადგილობრივ მრეწველობის განვითარებაზე. აი, ეს იქნება პროგრამა მაქსიმუმი, რათა ჩვენს ქვეყანაში მივაღწიოთ რეალურ თვითმმართველობას, სამართლიანობას და მრეწველობას, რომელიც გაადარჩენს ქვეყანას.
მინდა, ვთხოვო ჩემს მხარდამჭერებს, მეგობრებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც თვლის, რომ ჩემი 6 წლით ციხეში გამოკეტვა არის უსამართლობა, დამიჭიროთ მხარი და დამეხმაროთ პარტიის დაფუძნებაში. გამოხატეთ თქვენი აზრი თუ ხართ მზად თანამშრომლობისთვის და ერთად ბრძოლისთვის. თქვენი გოგი წულაია.
მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარს მიჭერთ ამ უსამართლო ბრძოლაში და მომავალშიც აპირებთ დამეხმაროთ როგორც პარტის შექმნაში, ასევე თავისუფლებისთვის ბრძოლაში!"-წერს წულაია.
პოლიტიკოსს სასამართლო მეგობარ ქალზე სექსუალურ ძალადობას ედავება. თავად გოგი წულაია თავს დამნაშავედ არ ცნობს.
თაგები:





