Logo

“მინდა, ვუთხრა ხელისუფლებას, არ ეგონოთ, რომ შეიტყუეს ლაბირინთში ოპოზიცია”

საზოგადოება
1170
Frontnews image description

მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე პოლიტიკოსებს, განსაკუთრებით ოპოზიციონერებს, მოუწოდებს პარლამენტის ტრუბუნა ხალხის ყოველდღიური პრობლემების გასაჟღერებლად გამოიყენონ და ხელისუფლება აიძულონ, ამ პრობლემების მოსაგვარებლად ნაბიჯები გადადგან. 

"ქალბატონი ტიკარაძე როცა იყო პარლამენტში, როგორ მისცეს საშუალება დეპუტატებმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და მას უმწვავესი კითხვები არ დაუსვეს წამლების ფასთან დაკავშირებით? უმწვავესი პრობლემაა საპენსიო სესხები, უბარლოდ სესხები და ჩვეულებრივი ხელფასები, ფასების ზრდასთან დაკავშირებით და არ იყო იქ არავინ, არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია, რომ ვინმეს ამ ქალისთვის შეეხედა და ეთქვა, რომ რაღაც ლოზუნგებს რომ ისვრის, ჯანდაცვა საიმედო ხელშიაო და ასეთებს, ამ პრობლემებზე რას ფიქრობს? პოლიტიკა საერთოდ რისთვის არსებობს? იმისთვის, რომ ყოველდღიურობის პრობლემები გადავიდეს იმ პლატფორმაზე და იქიდან შეუტიონ ხელისუფლებას, რომელიც არაფერს არ აკეთებს. ხელისუფლებას ძალიან სჭირდება ეს დისკუსია, ხან ამნისტიაზე, ხან შეწყალებაზე. საარჩევნო განყოფილება შარლ მიშელის შეთანხმებაში არის უზარმაზარი, ვეფხისტყაოსანივით გრძელია და ყველა მუხლზე ცალ-ცალკე უნდა იკამათონ ეგრე? შარლ მიშელის გეგმაში არის არაერთი წინადადება, თითო გვერდზე დაახლოებით 15 წინადადებაა. თითო წინადადებაზე ორი კვირა რომ დახარჯონ ამ პარლამენტარებმა, არაფერზე აღარ უნდა ვილაპარაკოთ მთელი წლის განმავლობაში? ანუ, ლაპარაკი იმაზე, რო  კრიზისი დასრულდა, ეს სისულელეა. ეს არის სამარცხვინო პროცესი და მინდა ვუთხრა ხელისუფლებას პირველ რიგში: არ ეგონოთ მათ, რომ შეიტყუეს ლაბირინთში ოპოზიცია, გინდა ქუჩაში მყოფი და გინდა პარლამენტში, პირველ რიგში თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმ პრობლემებზე, რაც ქვეყანაში ხდება", – განაცხადა ანა დოლიძემ.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები