მინდია ჟღერია - გვრჩება გამოწვევები და აქტიურად ვიმუშავებთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად


ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების" ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი და მერის მოქმედი მოადგილე მინდია ჟღერია, წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს.
მერობის კანდიდატის განცხადებით, მუნიციპალიტეტში ბევრი პრობლემა აღმოიფხვრა, ბევრ სოფელში მოეწყო ცენტრალური და შიდა გზები, სპორტული ინფრასტრუქტურა და საბავშვო სივრცეები, თუმცა, კვლავ რჩება პრობლემები, რომელთა აღმოსაფხვრელად აქტიურ მუშაობას აპირებს.
"ძალიან ბევრი გამოწვევა იყო ამ პერიოდის განმავლობაში. მოგეხსენებათ, ბევრ სოფელს არ ჰქონდა მოწესრიგებული მისასვლელი გზა, არ ჰქონდა სპორტული ინფრასტრუქტურა. ძალიან ბევრ სოფელში მოეწყო შიდა და ცენტრალური გზები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი, რაც ჩოხატაურში განხორციელდა, იყო ხელოვნების სასახლის მშენებლობა.
აღმშენებლობის და გაკეთებული საქმეების გარდა, კიდევ გვრჩება ბევრი გამოწვევა, ეს შეეხება სასმელი წყლით მომარაგებას, ასევე არის რამდენიმე სოფელი დარჩენილი, სადაც შიდა გზების პრობლემებია და ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად", - განაცხადა მინდია ჟღერიამ.
თაგები:
ჩოხატაური

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს