მინი ფეხბურთის ტურნირის მუნიციპალური ეტაპის გამარჯვებული კარალეთის გუნდი გახდა

ავტორი
Front News საქართველო
მინი ფეხბურთის ტურნირის მუნიციპალური ეტაპის გამარჯვებული კარალეთის გუნდი გახდა. გუნდი პირველობისთვის გორის მუნიციპალიტეტის სახელით რეგიონალურ ეტაპზეც იბრძოლებს.
მეორე და მესამე ადგილები გორისა და გორის უნივერსიტეტის გუნდებმა გაინაწილეს.
საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე ბუზალაძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად თასებითა და მედლებით დააჯილდოვა. გამარჯვებულ გუნდს ფულადი პრიზიც გადაეცა.
შეჯიბრება ოლიმპიური სისტემით ჩატარდა.
ჩემპიონატი საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს მასშტაბით კამპანიის „არა ნარკოტიკს“ ფარგლებში იმართება. ღონისძიების მხარდამჭერია გორის მუნიციპალიტეტის მერია.
თაგები:
მინი ფეხბურთის ტურნირი




