Logo

მინისტრების შეხვედრა რიონის ხეობის მცველებთან ზუსტად 10 წუთში დასრულდა

საზოგადოება
385
Frontnews image description

მინისტრების შეხვედრა რიონის ხეობის მცველებთან, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, ზუსტად 10 წუთში დასრულდა. პირველი სიტყვა ეკონომიკის მინისტრმა წარმოთქვა, ამის შემდეგ კი სათადარიგო კარიდან სხდომათა დარბაზი მოულოდნელად დატოვა, რაც ადგილობრივებმა შეურაცხყოფად და აბუჩად აგდებად შეაფასეს იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც სწორედ მთავრობის პირველი პირებისგან სურდათ პასუხების მიღება. 

"ეს არის შეურაცხყოფა ადგილობრივი მოსახლეობის, რომელიც 4 თვეა დგას კარავში და რომელსაც შეპირდნენ, რომ სწორედ გადაწყვეტილების მიმღები პირები დაელაპარაკებოდნენ და გასცემდნენ პასუხებს და რა დავინახეთ დღეს?, უბრალოდ წავიდნენ"

"ეს არის მორიგი შეურაცხყოფა მოსახლეობის მიმართ. ჩვენ დავთანხმდით მათთან შეხვედრას, რათა მოსახლეობას ორივე მხარე მკვეთრად დაენახა, ვინ უფრო ასრულებს სიტყვას და ვის მხარეზეა სიმართლე. ჩვენ წლების განმავლობაში ვითხოვდით, ხელისუფლება ჩვენს ექსპერტებთან ერთად დამჯდარიყო დიალოგზე და ყოველთვის არიდებდნენ ამაზე თავს. მათ დღევანდელი საქციელით კითხვები აღარ დატოვებს. წინ არგუმენტებით ექსპერტები უსხდნენ, ფაქტია პასუხები არ ჰქონდათ მათთვის და მარტივად გადაწყვიტეს წასულიყვნენ. თავშესაქცევად დაგვიტოვეს თემა"

"უკიდურესად შეურაცხყოფილები ვართ ყველა. მინისტრები და სამინიტროს წარმომადგენლები უნდა ყოფილიყვნენ მეორე მხარეს, ჩვენ მათთან გვქონდა კითხვები და თვითონ ამ შეთანხმების პირობები დაარღვიეს. 10 წუთი ჩამოვიდა მინისტრი იმისთვის, რომ ეთქვა ხეობის განვითარების ფონდი იქმნებაო. ჩვენ ცნობიერების თვალსაზრისით აცდენა გვაქვს, ჩვენ თანხას და სოციალური პრობლემების მოგვარებას არ ვითხოვთ, ჩვენ გვაქვს მიწებთან დაკავშირებით კითხვები, ისინი კი სხვა მიმართულებით მიდიან"- განაცხადეს რიონის მცველებმა. 

მხარეებს შორის შეხვედრა ქუთაისის მერიაში უკვე დასრულდა.

თაგები:

Advertisement