Logo

მინისტრი – ღაზაში არ იქნება ელექტროენერგია, წყალი და გაზი, სანამ “ჰამასი” მძევლებს არ გაათავისუფლებს

მსოფლიო
653
Frontnews image description

ისრაელი აცხადებს, რომ ღაზას სექტორი წყლის, ელექტროენერგიის და გაზის გარეშე დარჩება, სანამ ჰამასის ტერორისტები არ გაათავისუფლებენ მძევლად აყვანილ ადამიანებს, – ამის შესახებ ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა.

 

“ღაზას ჰუმანიტარული დახმარება? არც ერთი ელექტრო გადამრთველი არ ჩაირთვება, არც ერთი წყლის ჰიდრანტი არ გაიხსნება, არც ერთი საწვავის ტანკერი არ შევა მანამ, სანამ გატაცებული მოქალაქეები არ დაბრუნდებიან სახლში“, – წერს ის “ტვიტერზე”.

 

მისივე თქმით, “ისრაელს ვერავინ წაუკითხავს მორალს”.

 

12 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ტერორისტული ორგანიზაცია “ჰამასის” ელიტარული შენაერთების ბაზები დაარტყეს.

 

დღეს ისრაელში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ანტონი ბლინკენი ჩავიდა.

 

თავდასხმის დროს “ჰამასმა” მძევლად აიყვანა ათეულობით ადამიანი – როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ასევე სამხედროები. “ჰამასი” იმუქრებოდა, რომ ყველა მძევალს სიკვდილით დასჯის, თუ ისრაელი გაფრთხილების გარეშე “დაარტყამდა”.

 

ისრაელის ოფიციალური პირების თქმით, “ჰამასის” თავდასხმის შედეგად სულ მცირე 1 200 ადამიანი დაიღუპა და ათასობით დაშავდა.

 

თაგები:

ისრაელი
Advertisement